9.02.2010

Smoke On The Water


მე ვეწევი
შენ ეწევი
ის ეწევა
ჩვენ ბოზები ვართ!..
მე არ მეცინება! საერთოდ არ მეცინება...
უბრალოდ, ვერ ვხვდები რატომ არის მწეველი ქალი ბოზი და მწეველი კაცი პატიოსანი, რატომ უნდა მოწიოს ქალმა(გოგომ) ტუალეტში, მეგობრის ნაქირავებ ბინაში, დაბურულშუშებიან მანქანაში, მწეველი ქალებისათვის განკუთვნილ კაფეში და რატომ უნდა მოგვაფუტოს მწეველმა მამაკაცმა ფილტვებიდან ამოსროლილი სიგარეტის კვამლი ყველგან და ყოველთვის...
მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ამავდროულად მოწევა ვნებს რეპუტაციას, აქრობს სარფიანად გათხოვების და კარგი სამსახურის შოვნის ყველა შანსს... ასე ხდება ჩვენთან, ქუთაისში...
ხალხნო, ვიცი რომ მოწევა მავნებელია ვიცი, რომ ცოდვაა, მაგრამ ამავდროულად ის ჩვევაა და დაე, დავარქვათ მავნე, მაგრამ იმედია ოდესმე შეიგნებთ რომ არამწეველსაც მშვენივრად შეუძლია იყოს ბოზი და სიგარეტი სექსის გარდა ყავასაც უხდება... მაგრამ ქუთაისი, ჩემი პატარა, ლამაზი, საყვარელი, ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალურობით...
მე არ ვბოზობ :)
მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის...

2 comments:

  1. ტუუს-ტამუუუსSeptember 11, 2010 at 9:16 AM

    აი მაგარია!იგივე პრობლემა მაწუხებს.მომეწონა გულწრფელად და პირდაპირ რომ წერ.გაიხარე.

    ReplyDelete
  2. მთავარია გააცნობიერო,რომ ვინც მასე ფიქრობს,ის ვერ აზროვნებს ჯანსაღად.
    შენ კი რაში გჭირდება არაჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები გარშემო?არაფერში.
    დაიკიდე ყველა,ეს შენი ცხოვრებაა.
    გაცილებით კარგი თემები არსებობს რაზეც უნდა იფიქრო და იმსჯელო:*

    ReplyDelete